მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის სამართალდამცველი სისტემა სრული დატვირთვით მუშაობს ჩემს წინააღმდეგ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა.

„უკრაინის სამართალდამცველი სისტემა სრული დატვირთვით მუშაობს ჩემს წინააღმდეგ. არც ერთი გახმაურებული დანაშაული არ გამოუძიებიათ და არ გაუხსნიათ. ჩვენ ვცხოვრობთ ტოტალური უსამართლობის ქვეყანაში, ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაში დამნაშავეები სხედან, რომლებიც ხელს აფარებენ სხვა დამნაშავეებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2017 წლის 17 დეკემბერს, კიევში, ოქტომბრის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილი მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო