თამარ კეკენაძე - მთავრობა ცდილობს მაჩალიკაშვილის სახელის დისკრედიტაციას ისე, რომ სამართლებრივად ვერ ამტკიცებს მის ტერორიზმში ბრალეულობას

მთავრობა ცდილობს მაჩალიკაშვილის სახელის დისკრედიტაციას ისე, რომ სამართლებრივად ვერ ამტკიცებს მის ტერორიზმში ბრალეულობას, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი თამარ კეკენაძე აცხადებს.

კეკენაძე სამძიმარს უცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს.

„ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ გადარჩებოდა და გავიგებდით, რეალურად რა მოხდა. სამწუხაროდ, იმდენად დაკარგულია ნდობა, როგორც მთავრობის, ისე სამართალდამცველების მიმართ, რომ ამ საქმის ადეკვატურად გამოძიების იმედი არ მაქვს. ადამიანი მოკლულია ტერორიზმის ბრალდებით და ბრალიც კი ვერ წაუყენეს. ეს სპეცოპერაცია ჩატარდა ჩატაევის თემის გადასაფარად და ახლა უკვე ორი კვირაა ვუყურებთ, თუ როგორც ცდილობს მთავრობა მაჩალიკაშვილის სახელის დისკრედიტაციას ისე, რომ სამართლებრივად ვერ ამტკიცებს მის ტერორიზმში ბრალეულობას“, - აცხადებს კეკენაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა