მევლუთ ჩავუშოღლუ-ირანმა და რუსეთმა სირიაში აღებული ვალდებულებები ბოლომდე უნდა შეასრულონ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ირანისა და რუსეთის მთავრობებს მოუწოდა, მათ სირიაში აღებული ვალდებულებები ბოლომდე შეასრულონ.

„ირანმა და რუსეთმა აღებული ვალდებულებები სირიაში ბოლომდე უნდა შეასრულონ. თუ თქვენ ხართ სირიის მთავრობის მხარდამჭერები და დიახ - ხართ, მაშინ რეჟიმი უნდა შეაჩეროთ. ეს არ არის მხოლოდ საჰაერო დარტყმა. რეჟიმი იდლიბისკენ მიემართება. აქ განსხვავებული ჩანაფიქრია“, - განაცხადა თურქულ სააგენტო „ანადოლუსთან“ საუბრისას ჩავუშოღლუმ.

მისი კომენტარი სირიის მთავრობის მიერ ქალაქ იდლიბში 8 იანვარს ზომიერი ოპოზიციის ჯგუფებზე თავდასხმას მოჰყვა. მისი თქმით, სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ ალ-ნუსრას ტერორისტულ დაჯგუფებას უტევდნენ, სინამდვილეში კი, ზომიერ ოპოზიციაზე მიიტანეს დარტყმა.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი სირიაში მშვიდობის დამყარებას ხელს შეუშლის და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ზომიერი ოპოზიციის მხარდამჭერია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ არის სწორი მთელი ქალაქის დაბომბვა იმაზე დაყრდნობით, რომ იქ რამდენიმე ტერორისტი იმალება.

„თუ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, მაშინ ეს ჯგუფი და მათი ადგილსამყოფელი უნდა გამოვლინდეს. ოპერაცია უნდა ჩატარდეს დაზვერვის ან ტექნოლოგიების გამოყენებით“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

სირიის მთავრობის მიერ ქალაქ იდლიბზე მიტანილი შეტევის გამო, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთისა და ირანის ელჩებიც დაიბარეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს