მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი - ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი, ასევე ხომ არ არის ორჯერ ნასროლი

თემირლან მაჩალიკაშვილის ექსპერტიზას ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ესწრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ეს ხშირ შემთხვევებში არ ხდება და ამჟამად დამოუკიდებელი ექსპერტის დასწრება საკმაოდ მნიშვნელოვანია. მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ექსპერტიზაზე რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი დეტალიც დადგინდება.

„ექსპერტიზა უკვე დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე გაკვეთის პროცედურა ჯერ არ დაწყებულა, მოხდა ანაბეჭდების აღება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, რათა ხელყუმბარაზე მისი იდენტობა დადგინდეს. სხვა პროცედურებს მინიმუმ სამი საათი დასჭირდება. ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი, ასევე ხომ არ არის ორჯერ ნასროლი. ასევე ჭრილობაში არის უცხო პატარა სხეული, რომელსაც ექოსკოპია გვაჩვენებს, თუ რა არის ეს უცხო სხეული“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასრულებისთანავე, მას პანკისში გადაასვენებენ. მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილს სავარუდოდ ხვალ დაკრძალავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა