„ევროპული საქართველო“ კომპანია BitFury-ს მიმართავს, მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გამოაქვეყნოს

„ევროპული საქართველო“ კომპანია BitFury-ს მიმართავს, გამოაქვეყნოს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე, კომპანიის მიერ 1 კვ./სთ გადახდილი თანხის ოდენობა, ერთ საათში დახარჯული ელექტრო ენერგიის ოდენობა, საწარმოს მუშაობის გრაფიკი დღეში, სამუშაო დღეების და დასაქმებული პერსონალის ოდენობა.

„2018 წლის 8 იანვარს „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury - ის შესახებ. საპასუხოდ, 9 იანვარს, კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფდა რაიმე პრიველეგიების არსებობას და მზადყოფნას გამოთქვამდა, გამოექვეყნებინა ელექტრონული ენერგიისთვის გადახდილ თანხის ოდენობა. „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ: კომპანია BitFury-ს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შედეგად გაიზარდა თბილისის მოხმარება, რასაც მთავრობის განცხადების თანახმად მოჰყვა მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა. კომპანია BitFury იხდის დენის ტარიფის დაბალ გადასახადს, როგრც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო. საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად შეუქმნა ბიძინა ივანიშვილს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პირობები“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა