სტიქიამ ქარელის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ ქარელის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ამ ეტაპზე, ძირითადი სამუშაობი ორ ლოკაციაზე - სოფლებში, მოხისსა და ქვენატკოცაში მიმდინარეობს. მოხისში, დევნილთა ჩასახლების ტერიტორიაზე, უხვი ნალექის შედეგად წარმოიქმნა ნიაღვრები, დაიტბორა ორი საცხოვრებელი კოტეჯი და ასევე, ორი სახლის ეზო და დამხმარე ნაგებობები. დატბორილია დასახლებაში მისასვლელი ქუჩებიც.

საგანგებო-საველე შტაბი, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე ხელმძღვანელობს, კვლავ ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება, მთელი ღამის განმავლობაში მოხისში მობილიზებული იყო პირველი ეტაპისთვის საჭირო ტექნიკა, გაჭრილია სპეციალური არხები იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დატბორილი ადგილებიდან წყლის ამოტუმბვა, რის შემდეგაც და იწყება შემდგომი სამუშაოები. მოხისის დევნილთა ჩასახლების გარდა, ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ქვენატკოცაშიც, სადაც ნიაღვარი რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევარდა. ამ დროისთვის, ვითარება შედარებით დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა საგანგებო-საველე შტაბის წევრმა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სიმონ გულედანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა