ირაკლი ბერაია - რომ არა რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი კონტრტერორისტული ოპერაცია, დღეს ძალიან მძიმე შედეგებთან და რეალობასთან გვექნებოდა საქმე

საზოგადოებამ იცის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გადასაყვანად მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე უცხოურ კლინიკასთან, სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, ძალიან სამწუხაროა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველამ გავაცნობიეროთ, რომ საქმე გვაქვს მსოფლიოსთვის უმძიმეს გამოწვევასთან - ტერორიზმთან და საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

”რომ არა ეს მასშტაბური და რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი კონტრტერორისტული ოპერაცია, ჩვენ დღეს ძალიან მძიმე შედეგებთან და რეალობასთან გვექნებოდა საქმე. ეს ასევე მთლიანად შეცვლიდა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და მის აღქმას საერთაშორისო საზოგადოების თვალში. რასაკვირველია, შვილის გარდაცვალება უმძიმესია ოჯახისთვის. შესაბამისად, ყველას მართებს განსაკუთრებული წინდახედულობა, რათა ეს არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციისთვის.

აუცილებელია დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და რასაკვირველია, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად გავაგრელოთ ბრძოლა ტერორიზმთან”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა