ზურაბ გორნაკაშვილი და შოაიფ ბორზიევი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დაკავებული ორი პირი ზურაბ გორნაკაშვილი და შოაიფ ბორზიევი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ორივე მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. ზურაბ გორნაკაშვილისა და შოაიფ ბორზიევისთვის საქმეებზე პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გაგრძელება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად დღის წესრიგში დადგა ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი.

ზურაბ გორნაკაშვილი პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ხოლო შოაიფ ბორზიევი - 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო