ქუთაისში ქურდობაში ეჭვმიტანილი ბინაში, კარადის თავზე დამალული იპოვეს

ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ქურდობაში ეჭვმიტანილი კარადის თავზე დამალული იპოვეს. ის საცხოვრებელ სახლში ბინის სახურავიდან ჩავიდა. როგორც კუპრაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, ქურდი ერთ-ერთმა მეზობელმა შენიშნა.

"მეზობელმა რომ დაინახა, უკვე აივანზე ძვრებოდა, თავდაპირველად ეგონა, რომ გადმოხტომას აპირებდა, ამიტომ პატრულში დარეკა, პოლიციამ კი ის ბინაში, კარადის თავზე დამალული იპოვა", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა ლონდა მანაგაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობისას, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა