ცოტნე ანანიძე ჩხვირკიას და ღოღობერიძის საქმეზე - ბრალდების მხარის არგუმენტები ორგანიზების ნაწილში სუსტი იყო

ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელი არ ყოფილა, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ ჟურნალიატებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბათუმის მოვლენებზე დაკავებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და ბრალდების მხარის არგუმენტები ბათუმის მოვლენების ორგანიზების ნაწილში სუსტი იყო.

კითხვაზე, 11-12 მარტს, ბათუმში აქციას ჰყავდა თუ არა ორგანიზატორი, ცოტნე ანანიძე კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავს იკავებს და ამბობს, ეს არის წმინდა სამართლებრივი საქმე.

"სასამართლოს კანონით დაკისრებული უფლება ჰქონდა და იგი არ არის პოლიტიზირებული. ორგანიზების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო სასამართლომ. სასამართლო პროცესებზე ვესწრებოდი და ვიღებდი ინფორმაციას. ბრალდების მხარის არგუმენტები ორგანიზების ნაწილში სუსტი იყო",- აცხადებს ცოტნე ანანიძე.

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა