ირაკლი სესიაშვილი - ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მეტი ყურადღება გვმართებს

ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მეტი ყურადღება გვმართებს, მათ შორის ჩვენი საზოგადოების შიგნით. უაზრო პოლიტიკური სპეკულაცია, რიგ შემთხვევაში დუმილი ან თვალის დახუჭვა, მიმაჩნია, არის სახელმწიფო ინტერესებზე უარის თქმა და ისევ და ისევ ჩვენივე თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილი გამოეხმაურა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და აღნიშნა, რომ ძალიან მძიმეა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება და რა თქმა უნდა ეს ოჯახისთვის ტრაგედიაა.

”გამოძიება აუცილებლად დაადგენს ჭეშმარიტებას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ტერორიზმი ან მასთან დაკავშირებული მოქმედებები არის უმძიმესი დანაშაული, რაც არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, არამედ პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მის პერსპექტივებს. ამიტომ ბუნებრივია სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ტერორიზმთან ან მის გამოვლინებასთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ან უსაფრთხოების სამსახურების წინაშე არსებული გამოწვევა, ეს ასევე მძიმე დარტყმას აყენებს საზოგადოების ცივილიზებულ ცხოვრებას და თითოეული ჩვენთაგანის გამიწვევაცაა.

ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ტეროროზმთან ბრძოლაში მეტი ყურადღება გვმართებს, მათ შორის ჩვენი საზოგადოების შიგნით. უაზრო პოლიტიკური სპეკულაცია, რიგ შემთხვევაში დუმილი ან თვალის დახუჭვა, მიმაჩნია, არის სახელმწიფო ინტერესებზე უარის თქმა და ისევ და ისევ ჩვენივე თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკიშ ქვეშ დაყენება.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა სპეცრაზმელი, გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ უფრო მეტად დავფიქრდეთ თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმისგან, რომ მსგავს მოვლენებს ადგილი აღარ ჰქონდეს. მჯერა ხელისუფლების კანონიერი ინტერესებისა დაიცვას სახელმწიფოს ღირებულებები; მჯერა საზოგადოების გონიერების, რომ ვიყოთ საერთო ინტერესების დამცველი და გამტარებელი”, - განაცხადა სესიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა