წალკის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

წალკის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. როგორც „,ინტერპრესნიუსს" წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ განუცხადა, დაბა ხრამხესში ძლიერი ქარისგან წაქცეული ხეებისგან და ახდილი სახურავების ნარჩენებისგან, გზების გაწმენდის სამუშაოები დასრულდა, ადგილზე მობილიზებულია ზარალის შემსწავლელი კომისია.

სოფელ ხანდომდე მისასვლელი გზა კი თოვლისა და ნამქერის გამო ჩაკეტილია.

„სოფელ ხანდომდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია და გაწმენდა ამ დრომდე ქარბუქის გამო ვერ ხერხდება. ტექნიკა და საწვავი უკვე ჩავიტანეთ ადგილზე, როგორც კი ქარი ჩადგება სამუშაოებს დავიწყებთ. ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დაგლიჯა და ბოძები წააქცია, რის გამოც წალკის ზედა ზონის 5 სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ენერგომომარაგება უკვე აღუდგა სოფელ ბერთას, ოზმის, კუშას, აიაზმას, საყდრისსა და განთიადს. ქარმა სოფელ ნარდევანში ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა, რამდენიმე კი დააზიანა", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში ილია საბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა