პრეზიდენტი გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი ხელმძღვანელისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი ელჩის გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„მის სახელს უკავშირდება საქართველოს წარმატება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ -კავკასიური გაზსადენის მშენებლობის მოლაპარაკებებში და ამ პროექტების განხორციელებაში. თავად ეს პროექტები ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ჩამოყალიბდა, საქართველომ შეძლო საკუთარი გეოპოლიტიური როლის წარმოჩენა და კიდევ უფრო განამტკიცა და გააფართოვა საქართველო - აზებაიჯანს შორის მჭიდრო, მეგობრული და ეკონომიკური კავშირები. ბატონი გიორგის გარდაცვალება დიდი დანაკლისია. ვიზიარებ ამ მწუხარებას და ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

გიორგი ჭანტურია 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა