საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

”ბატონი გიორგი ჭანტურია იყო საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი პრეზიდენტი, რომელიც კომპანიას სათავეში ჩაუდგა 1995 წელს. განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსი და დასაფასებელია ის შრომა და ღვაწლი, რაც გიორგი ჭანტურიამ გასწია ჩვენი ქვეყნისთვის მეტად რთულ პერიოდში ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით მოხდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პარტნიორ ქვეყნებთან და ნავთობკომპანიებთან თანამშრომლობით წარმატებით დასრულება, ამ პროექტების განხორციელების მხარდასაჭერად ქვეყანაში სპეციალური საკანონმდებლო რეჟიმის შემუშავება და აღნიშნული მილსადენების პროექტების მშენებლობა.

გიორგი ჭანტურია გამორჩეული ადამიანი იყო მისი პიროვნული თვისებებით, პრინციპულობით, მიზანდასახულობითა და პატრიოტიზმით.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სამძიმარს უცხადებს გიორგი ჭანტურიას ოჯახს და ახლობლებს”, - ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.

გიორგი ჭანტურია 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა