გომი-საჩხერის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

გომი-საჩხერის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების დატბორვის გამო გზა დღეს გადაკეტა.

გომის მცხოვრებლებს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე ხვდებიან.

სიმონ გულადანის განცხადებით, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო საველე შტაბის წევრია, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები.

„მას შემდეგ რაც ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტებში პრობლემა შეიქმნა, მყისიერად მოხდა შესაბამისი ტექნიკისა და სამსახურების მობილიზება და პირველ ეტაპზე აუცილებელი სამუშაოების დაწყება. რაც შეეხება ამ მონაკვეთს, სოფელ გომს, ადიდდა მდინარე ტილიანა, კალაპოტმა წყლის ჭარბი რაოდენობა ვეღარ დაიტია და შესაბამისად, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ეზო. თუმცა, დაუყოვნებლივ მოხდა გომში სპეციალური არხების გაჭრა, რათა მომხდარიყო წყლის დაწრეტა. ამ დროისთვის შედარებით დასტაბილურდა ვითარება, თუმცა ჯერჯერობით კვლავ ველით წყლის დონის დაწევას. რაც შეეხება გომის მოსახლეობის პროტესტს და გზის გადაკეტვას, ვფიქრობ, პროტესტის ეს ფორმა საფუძველს მოკლებული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა არსებული ვითარების დარეგულირებისთვის და უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ. ჩვენი თხოვნის საფუძველზე მოსახლეობამ გზა გახსნა. ამ დროისთვის გომი-საჩხერის საავტომობილო გზაზე მოძრაობა სრულადაა აღდგენილი. ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის, მხარის გუბერნია, ხაშურის მუნიციპალუტეტის მერია, ადგილზე ვრჩებით და წყლის დონის დაწევისთანავე სამუშაოების შემდგომ ეტაპს დავიწყებთ. იგეგმება იმ საცხოვრებელი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუბვა, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად დაზარალდნენ“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სიმონ გულედანმა.

რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, გომის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას ამგვარი ვითარების შექმნამდე უნდა მიემართა პრევენციული ღონისძიებებისთვის, რომ მდინარის წლის ადიდების შემთხვევაში ახლომდებარე მცხოვრებლებს პრობლემები არ შექმნოდათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს