ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი - ალბათ იმიტომ არ გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება, რომ საქმეში სენსიტიური სიტყვაა გაჟღერებული, რასაც ტერორიზმი ჰქვია

ალბათ იმიტომ არ გაუქმდა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან ამ საქმეში ყველასთვის სენსიტიური სიტყვაა გაჟღერებული, რასაც ტერორიზმი ჰქვია, - ამის შესახებ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარის მოთხოვნა, აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით საკმაოდ საფუძვლიანი იყო

"მოვითხოვეთ აღკვეთის ღობისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება და საკამად საფუძვლიანადაც. თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. ალბათ იმიტომ არ გაუქმდა შეფარდებული აღკვეთიის ღონისძიება, ვინაიდან ამ საქმეში ყველასთვის სენსიტიური სიტყვაა გაჟღერებული რასაც ტერორიზმი ქვია", - განაცხადა ქარქაშაძემ.

თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დაკავებული ორი პირი ზურაბ გორნაკაშვილი და შოაიფ ბორზიევი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს