ოკუპირებული ცხინვალის “საგარეო უწყების” ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა. ამის შესახებ ოკუპირებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, კერძოდ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში. ანატოლი ბიბილოვმა და მილორად დოდიკმა გამოთქვეს საკუთარი აზრი აქტუალური საერთაშორისო პრობლემების შესახებ და განიხილეს საკითხები, რომლებიც ორხმრივ ინტერესს იწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული რესპუბლიკის ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და სერბთა რესპუბლიკის ეკონომიკურ ურთიერთობათა და რეგიონალური თანამშრომლობის მინისტრმა ზლატან კლოკიჩმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„მხარეები ერთმანეთის ინტერესების დაცვაზე, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებასა და გაფართოებაზე შეთანხმდნენ“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო