ადვოკატი - გორნაკაშვილს რომ ჩვენება მიცემული აქვს, ამას ვადასტურებ, თუმცა რა საფუძველით დააკავეს იდოიძე, ჩემთვის უცნობია

ჩვენება რომ მიცემული აქვს ზურაბ გორნაკაშვილს ამას ვადასტურებ, თუმცა რა საფუძველით დააკავეს ზურაბ იდოიძე ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, - ამის შესახებ ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებული ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატმა პროკურორის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც, პანკისის ხეობაში გუშინ დაკავებული ზურაბ იდოიძე, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს.

"ჩვენება რომ მიცემული აქვს გორნაკაშვილს, ამას ვადასტურებ, თუმცა რა საფუძველით დააკავეს იდოიძე, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია. კონკრეტულად გვარებზე, სახელებზე რას ამბობს, რომელ ბრალდებულზე, რომელ მოწმეზე, რომელ მტკიცებულებაზე და ა.შ. ვერ ვიტყვი. მისი ჩვენების შინაარსობრივ მხარეზე საუბრის უფლება არ მაქვს", - აღნიშნა ბენიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა