პაკისტანის თავდაცვის მინისტრი - პაკისტანმა აშშ-სთან თავდაცვისა და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობა შეაჩერა

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხურამ დასთღირ ხანმა განაცხადა, რომ პაკისტანმა აშშ-სთან თავდაცვისა და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობა შეაჩერა.

„დაზვერვისა და თავდაცვის კუთხით აშშ-სთან თანამშრომლობის ფართო ხაზია, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, „პაკისტანსა და აშშ-ს შორის თავაზიანი და ამავდროულად გულწრფელი დიალოგის დრო დადგა“.

გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ პაკისტანს უსაფრთხოების სფეროში ფინანსური დახმარების გაწევას შეუჩერებს, ვიდრე პაკისტანის ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს ტერორიზმთან ბრძოლაში. აღნიშნული ზომის ფარგლებში ამ დროისთვის პაკისტანისთვის დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გაყინვა მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა