მოსახლეობის განცხადებით, სამეგრელოდან აფხაზეთში გადაადგილება მათთვის მიკროავტობუსით უფრო იაფი და მისაღებია

სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალი მგზავრების ნაწილი აღნიშნავს, რომ სამარშუტო ტაქსების მომსახურებით კმაყოფილია. ისინი ამბობენ, რომ ენგურის ხიდზე გადასვლა მათთვის ასე უფრო იაფი და მისაღებია. „ურმებით დავდიოდით სულ, მაგრამ ერთ ხელბარგზე ან ტვირთზე დამატებით თანხას გვახდევინებდნენ. ახლა ორი ლარი ღირს მგზავრობა და სხვა არაფრის გადახდა აღარ გვიწევს. რა თქმა უნდა, გვირჩევნია, ამ სამარშუტო ტაქსებით მგზავრობა დანიშნულების ადგილამდე“, - აღნიშნეს მგზავრებმა.

ავტოსადგურის წარმომადგენლის არსენა ჩანგელიას განმარტებით, სამი სამარშუტო ტაქსი რეისებს მოსახლეობის მოთხოვნით ახორციელებს, მგზავრები ზუგდიდიდან ენგურის ხიდზე არსებულ საგუშაგომდე და უკან მოჰყავს. გარდა ამისა, აღნიშნული ტრანსპორტი გალში და გალის რაიონის რამდენიმე სოფელშიც მიდის. მეხუთე თვეა, მოსახლეობის მოთხოვნით, ეს რეისები მუშაობს. ყველანაირი საჭირო დოკუმენტი არსებობს. მოსახლეობაც კმაყოფილია“, - აღნიშნა ჩანგელიამ.

ენგურის ხიდთან იმ ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, ვისაც მგზავრები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ ვერ მუშაობენ, რადგან ამ ტერიტორიაზე სამი მიკროავტობუსი მოძრაობს, რომელიც მათ მგზავრებს ართმევენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო