„საქართველოს ბანკმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

„საქართველოს ბანკმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს ბანკის სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები განახორციელებენ.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციასა და ”საქართველოს ბანკს” შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბანკის სერვისცენტრების, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია "საქართველოს ბანკის" ინკასაციას 2013 წლიდან ახორციელებს.

„დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ, დაცვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. დაცვის პოლიცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს, ხოლო დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკები დაზღვეულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები რისკების პრევენციის შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით ეფექტურად უზრუნველყოფენ დასაცავი ობიექტების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს