დაბა ლაითურიდან სოფელ ცეცხლაურის მიმართულებით 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გურიის გუბერნატორ მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა-ლაითურიდან სოფელ ცეცხლაურის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის და მდინარე ჩოლოქზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღნიშნული გზა გურიის სოფლებს აჭარის სოფლებთან აკავშირებს. ამ ეტაპზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და კეთდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. საავტომობილო გზა საგზაო ნიშნებით აღჭურვა და მონიშნვა. მოეწყობა ბეტონის პარაპეტები.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 540 153 ლარს შეადგენს. პროექტი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის თებერვალში დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო