უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - სააკაშვილის მხრიდან ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა მოწმობს მისი იმ დანაშაულში მონაწილეობას, რაშიც გენპროკურატურა სდებს ბრალს

სააკაშვილის მხრიდან ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა მოწმობს მისი იმ დანაშაულში მონაწილეობას, რაშიც გენპროკურატურა სდებს ბრალს. ანუ ამ ნაბიჯით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ გენერალური პროკურორისგან წარმოდგენილ კურჩენკოსთან საუბრის ჩანაწერში ხმა მას ეკუთვნის, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა.

ის თვლის, რომ სააკაშვილს გამოძიების პროცესის გაჭიანურება სურს, რათა პასუხისმგებლობას გაექცეს.

აქამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლიცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის, კერძოდ კი, ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს მიერ ფინანსდებოდა და უკრაინაში ხელისუფლების ჩამოსაგდებად იყო მიმართული. მან პარლამენტში და პრესკონფერენციაზე წარადგინა სატელეფონო საუბრების სავარაუდო ჩანაწერები, სადაც სააკაშვილი, კურჩენკო და სხვები ფიგურირებენ. სააკაშვილმა ბრალდებას ტყუილი უწოდა. გენერალური პროკურორის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ექსპერტიზამ სააკაშვილისა და კუჩენკოს ხმათა ნამდვილობა აღნიშნულ ჩანაწერებში დაადასტურა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო