სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს 56 უწყების შესაბამისობის აუდიტს ჩაატარებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წელს 56 უწყების შესაბამისობის აუდიტს ჩაატარებს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის გეგმით განისაზღვრა 2 სისტემური (ჰორიზონტალური) შესაბამისობის აუდიტი: სახელმწიფო შესყიდვების მართვის სისტემური საკითხები და სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხები.

56 შესაბამისობის აუდიტიდან, 16 ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, 8 აჭარის ა/რ-ში, 6 აფხაზეთის ა/რ-ში , ხოლო 26 მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

როგორც აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმაშია აღნიშნული, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეამოწმებს ფინანსთა სამინიტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს, შრომის ანაზღაურებასა და ძირითადი აქტივების მართვას; უწყების განმარტებით, ზედამხედველობის რისკი არ შემოწმებულა 2014-2015 წლებში. მათივე ცნობით, ინსტიტუციური შეფასების საფუძველზე გამოვლენილია მაღალრისკიანობა, კერძოდ, არსებობს დამთავრებულ მშენებლობებზე საგარანტიო პერიოდში ხარჯების გაწევის რისკი და აქტივების მართვის/გამოუყენელობის რისკი.

ასევე, 2018 წლის განმავლობაში ჩატარდება სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016 -2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და შრომის ანაზღაურების აუდიტი.

სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ 2016 -2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების უზრუნველყოფის აუდიტი.

სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვა და სახელმწიფო შესყიდვები.

სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – „საქსტატის“ მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები და შრომის ანაზღაურება 2016 -2017 წლებში.

„საქაერონავიგაციის“ 2017 წლის შემოსავლები, ხარჯები;

საქართველოს ფოსტის შემოსავლები, ქონების მართვა;

შპს აეროპორტების გაერთიანება;

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2014-2017 მუშაობის წლები.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახური შეამოწმებს სსიპ - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ხარჯვით და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტს;

2016-2017 წლებში ჩატარებული იმუნიზაციის პროგრამის აუდიტს;

ა(ა)იპ - „ქართული ჭიდაობის ფედერაციის“ მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტს;

სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2015-2016 წლებში ძირითადი აქტივებისა და არამწარმოებლური აქტივების მართვას;

სსიპ - „112-ის“ მიერ 2017 წელს მიღებული საკუთარი შემოსავლების განკარგვას;

სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2017 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობას;

სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რეაბილიტაციას და მოვლა-შენახვას 2016-2017 წლებში;

ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარებას 2017 წელს;

ბათუმის სოციალური უზრუნველყოფას 2017 წელს (აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ა/რ);

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტს (აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ა/რ);

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი 2017 წელს;

ქედის, შუახევის, ხულოს, მუნიციპალიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებს 2016-2017 წლებში;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის 2017 წლის სარეზერვო ფონდის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას;

შპს „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის“ სახსრების ხარჯვა და მატერიალური ფასეულობების განკარგვა 2015-2017 წლებში (აფხაზეთის ა/რ აუდიტის დეპარტამენტი);

სსიპ „აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას 2015-2017 წლებში (აფხაზეთის ა/რ აუდიტის დეპარტამენტი);

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას 2017 წელს;

აღმოსავლეთ საქართველოში, ზემო აფხაზეთში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას 2017 წელს;

სსიპ - კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის, სსიპ -მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“, სსიპ - აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, სსიპ - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა და მატერიალური ფასეულობების გამოყენებას 2017 წელს;

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაატარებს აბაშის, ბაღდათის, ახმეტის, ბოლნისის, თიანეთის, კასპის, ლენტეხის, ოზურგეთის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ჩოხატაურის, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხობის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტს.

ასევე, ჩატარდება ქალაქ ფოთისა მუნიციპალიტეტის 2016- 2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;

თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯის შესაბამისობის აუდიტი 2016-2017 წლებში;

თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების გარე განათების ქსელის ექსპლოატაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი 2015-2016 წლებში;

თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების ეკონომიკის განვითრების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი 2015-2016 წლებში;

2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელების, დარღვევათა გამოვლენის და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირების, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების შესაბამისობის აუდიტი 2015-2016 წლებში;

ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015- 2016 წლების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წელს 102 აუდიტს ჩაატარებს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აუდიტებით დაიფარება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 86%.

2017 წელთან შედარებით, რაოდენობა 16 აუდიტით (19%-ით), ხოლო ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 5%-ით იზრდება. ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 11,112,289 ათასი ლარია.

იხილეთ აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმა

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის