გიორგი ვაშაძე ჩიკაგოს ბლოკჩეინ-კონგრესს გახსნის

ჩიკაგოში „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ მიერ ორგანიზებული კონგრესი ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდიდან“ აცნობეს, ბლოკჩეინ კონგრესი, ამერიკის შეერთებულ შტატებში 9 თებერვალს გაიმართება და მასში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, საერთაშორისო სპეციალისტებიც იქნებიან წარმოდგენილნი. მომხსენებლებს შორის არიან უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გიორგი ვაშაძე, ასევე, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" წარმომადგენელი ამერიკაში და ღონისძიების ორგანიზატორი გივი ჩიქოვანი.

„ბლოკჩეინ-კონგრესი „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ორგანიზებით იმართება. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბლოკჩეინ ეკონომიკა, კრიპტო ვალუტა, ბლოკჩეინის როლი მედიცინაში, დაზღვევაში და სხვ. ვისაუბრებთ, რა მომავალი აქვს ბიტკოინს და რას გვთავაზობს ის. ასევე, როგორი იქნება სამომავლოდ გადახდის მეთოდებზე მისი გავლენა. ბევრ საინტერესო თემაზე გვექნება მსჯელობა ჩიკაგოში. მთავარი ისაა, რომ ინტერესი და ჩართულობა საკმაოდ დიდია. მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი სახის შეხვედრები და დისკუსიები საქართველოშიც გაიმართება. ანალოგიური პლატფორმის შექმნით, ჩვენ საშუალებას მივცემთ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ექსპერტებსა და დაინტერესებულ პირებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩაერთონ პროცესში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ რამდენიმე წელია, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საქმიანობს. ფონდის ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით, უკრაინაში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის სახლები - „გოტოვო“. ფონდის ინიციატივით, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რამდენიმე კვირის წინ კი მომზადდა კანონპროექტი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის თაობაზე. ფონდი, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ვაშაძეა, აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა