წალკის მერის ინფორმაციით, თოვლისა და ნამქერის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

თოვლისა და ნამქერის გამო, წალკის მუნიციპალიტეტში, ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ განუცხადა, წალკაში ქარბუქია და ყინვა - 8 გრადუსს აღწევს. ნამქერის გამო, რამდენიმე სოფელში გზების გაწმენდითი სამუშაოები შეფერხებულია.

”ხანდოში, ოდაკლარში, არსარვანში და ჩოლიანში გზების გაწმენდა ქარისა და ნამქერის გამო ვერ ხერხდება. როგორც კი ქარბუქი ჩადგება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დიდგორი" გზების გაწმენდას შეუდგება", - განაცხადა ილია საბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა