საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღგ-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას მიესალმება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღგ-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას მიესალმება. ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის ამოქმედებას ბიზნესისთვის უკიდურესად დადებით ნაბიჯად აფასებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს რეფორმას.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, დღგ-ის დაბრუნება ის საკითხი იყო, რომელიც წლების განმავლობაში ბიზნესისთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა დროში გაწელილი პროცესის და ზოგიერთ შემთხვევაში, ბიუროკრატიული მექანიზმების გამო.

”რეფორმის შემდგომ ეს პრობლემა პრაქტიკულად აღარ იარსებებს, დღგ-ს ზედმეტობებს ბიზნესი ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს და შეძლებს, ეს თანხები ისევ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს, რაც აუცილებლად დადებითად აისახება არა მხოლოდ კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტებზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკასა და თითოეულ მოქალაქეზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ადასტურებენ, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, ”რაც იმედს იძლევა, რომ მომავალში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის კიდევ არაერთ ინიციატივას და რეფორმას უნდა ველოდოთ”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს