მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრი - კომისიის მუშაობაზე პასუხისმგებელი ერთადერთი სუბიექტი იუსტიციის სამინისტროა

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მუშაობაზე პასუხისმგებელი ერთადერთი სუბიექტი გახლავთ იუსტიციის სამინისტრო, - ამის შესახებ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრმა ზურაბ ჯიბღაშვილმა განაცხადა.

როგორც ჯიბღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს იუსტიციის სახლში მისულს დახვდა, რომ კომისიის ძველი წევრების საშვები გაუქმებული იყო, მასზე, როგორც ახალ წევრზე კი საშვი საერთოდ არ იყო დაშვებული.

"კომისია იხილავს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამისად, ეს ვიწრო ინსტიტუციონალურ ჭრილში ვერ იქნება განხილული. ამ კომისიის მუშაობაზე პასუხისმგებელი ერთადერთი სუბიექტი გახლავთ იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, დღეს ეს პირობები კომისიას მოუსპო იუსტიციის სამინისტრომ. რაც შეეხება სხვა ადგილს, სადაც კომისიამ შეიძლება იფუნქციონიროს, ამას თავისი სპეციფიკა აქვს და ეს ინფრასტრუქტურა დღეის მდგომარეობით გამართული იყო იმ ადგილას, სადაც კომისია აქამდე მუშაობდა - იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე არსებულ სივრცეში", - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისია იუსტიციის სახლიდან გამოასახლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულებაში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა, კომისიაში კიდევ 2 წარმომადგენელი ეყოლება - ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ერთიც - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან. ასევე იზრდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა რიცხვი, რომელსაც კომისიაში ერთის ნაცვლად ორი წევრი ეყოლება. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ის კომისიის თავმჯდომარე აღარ იქნება და, ამასთან, ორის ნაცვლად მას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს