ვახტანგ მჭედლიშვილი - განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტს, რომელიც არასდროს ჩარეულა ჩემს საქმიანობაში

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის და იმ პირობისთვის, რომელიც მან დადოჩემთან და შეასრულა, ის არასდროს ჩარეულა ჩემს საქმიანობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილმა წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა განუცხადა. მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი მუშაობის ოთხწლიანი პერიოდი შეაფასა.

როგორც ვახტანგ მჭედლიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოში მასთან ოპონირება არ იყო კომფორტული, მადლობას უხდის იუსტიციის საბჭოს თითოეულ წევრსა და მის ოპონენტს.

რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს სამომავლოდ საქმიანობას, ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებით, ის კვლავ იურისპრუდენციაში რჩება. „დღეს ჩემი ბოლო სხდომა იყო. პირველ რიგში მინდა ქართულ საზოგადოებას გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის აქტუალური იყო მათთვის სასამართლო, მართლმსაჯულება და სასამართლო რეფორმა. საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში. მინდა მადლობა გადავუხადო სამოქალაქო სექტორს აქტიურად მონაწილეობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამოაზრეებს, იუსტიციის საბჭოს წევრებს, მათ შორის ოპონენტებსაც. თუმცა, შეიძლება ყოველთვის კომფორტული არ იყო ოპონირების პროცესი ჩემთან. მუშაობას ისევ ამ სფეროში გავაგრძელებ სხვადასხვა კუთხით“, - განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ მჭედლიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ 4 წლის ვადით იყო წარდგენილი. მას ამ პოზიციაზე ანა დოლიძე ჩაანაცვლებს. მჭედლიშვილმა მის შემცვლელს წარმატებები უსურვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა