ლაშა ტუღუში „მაუწყებლის შესახებ კანონზე“ - ძალიან ცუდი კანონია და არსებობს შანსი, რომ ვეტოს დაძლევის ტრადიცია დაირღვეს

მაუწყებლის შესახებ კანონთან მიმართებაში არის შანსი, რომ დაირღვეს ტრადიცია, როდესაც პრეზიდენტი იყენებდა ვეტოს უფლებას და შემდგომ მას პარლამენტი ძლევდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მედია ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებულ ვეტოს უფლებაზე.

ლაშა ტუღუში პრეზიდენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას დადებითად აფასებს. „პრინციპში, საქართველოს პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას ველოდით. კარგია, რომ დაადო ვეტო ამ კანონს. ახლა ჯერი პარლამენტზეა“, – განაცხადა მედია ექსპერტმა.

კითქვაზე, რამდენად არის შესაძლებელი პარლამენტმა პრეზიდენტის და არასამთავრობო სექტორის, ასევე მედიის პოზიცია გაიზიაროს, ტუღუშმა განაცხადა, რომ „ძალიან ცუდი კანონია“ და ბუნებრივია, არსებობს შანსი, დაირღვეს ვეტოს დაძლევის ტრადიცია.

„ძალიან საინტერესო პროცესია ის, რასაც ვადევნებთ თვალს. ის, რომ ამდენი უარყოფითი მოსაზრება გამოითქვა, მათ შორის უმრავლესობის წევრების მხრიდან, მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, მეტყველებს იმის შესახებ, რომ ძალიან ცუდი კანონია. ბუნებრივია, შანსი იმისა, როდესაც პრეზიდენტი იყენებს ვეტოს უფლებას და შემდგომ ეს დაიძლევა, ამ კანონთან მიმართებაში შესაძლოა ეს ტრადიცია დაირღვეს. ვფიქრობ, პარლამეტი წესით უნდა ისმენდეს იმ განგაშის ხმას, რომელიც მოდის როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, ასევე მედიის მნიშვნელოვანი ნაწილიდან და პოლიტიკოსებისგან. მე ვგულისხმობ როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის დეპუტატების განცხადებებს“, – აღნიშნა ტუღუშმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იყო პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პროცესში და დიკუსიებში მონაწილეობდა. „მედიის გარემოსთვის ეს კანონი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ პარლამენტში ამის სურვილი იქნება, ჩავერთვები და დეპუტატებს საკუთარ მოსაზრებებს გავაცნობ“, – განაცხადა მედია ექსპერტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა