ტრიპოლის აეროპორტზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, მიტიგას საერთაშორისო აეროპორტზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაიჭრა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა Libyan Express იუწყება.

მისი ინფორმაციით, ამ მომენტისთვის თავდასხმა მოგერიებულია.

გუშინ ტელეარხი Libya's Channel იუწყებოდა, რომ მიტიგას საერთაშორისო აეროპორტს შეიარაღებული დაჯგუფება თავს დაესხა. ტელეარხის ინფორმაციით, თავდასხმა სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით მიმდინარეობდა. აეროპორტში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოხერხდა.

ტელეარხ Sky News Arabia-ის ინფორმაციით, შეტაკება მთავრობისადმი ლოიალურ ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. კერძოდ, აეროპორტს თავს დაესხა დაჯგუფება „ალ-ბაქარა“, რომელსაც ლიბიის აღმოსავლეთიდან დევნილი რადიკალები შეუერთდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა