Freedom House-ის ანგარიშით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, საქართველო ბოლო წლების მსგავსად, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის.

ჯამური 100 ქულიდან საქართველოს 64 ქულა აქვს მინიჭებული (0 ქულა ნიშნავს ყველაზე ნაკლებად თავისუფალს, ხოლო 100 ქულა ყველაზე თავისუფალს).

ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებულია (1 ქულა ნიშნავს ყველაზე მეტად თავისუფალს, 7 ქულა კი ყველაზე ნაკლებად თავისუფალს).

ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელიც „მისი მფარველი მილიარდერის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ოპოზიციისთვის მომავალ არჩევნებზე ეფექტური წინააღმდეგობის გაწევას ნაკლებად სავარაუდოდ გახდის და მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში მმართველი პარტიის მხრიდან კონტროლის გამყარებას ექნება ადგილი“.

Freedom House-ის „მსოფლიოში თავისუფლების შესახებ ანგარიშში“ ასევე საუბარია აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლიზე, რომელიც „თბილისში იყო გატაცებული სავარაუდოდ ქართულად მოლაპარაკე პირების მიერ, შემდეგ გადაიყვანეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გატაცების თანამონაწილე შეიძლება იყოს“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს