ბექა დავითულიანი - მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მერიაში სტრუქტურული რეფორმის პროცესზე ისაუბრა. აღნიშნული საკითხი თბილისის საკრებულოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.

„ამ ცვლილებებს დღეს საკრებულო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების მომზადების პროცესში საკრებულოს უმრავლესობას ინტენსიური კომუნიკაცია ჰქოდა მერიის შესაბამის უწყებებთან და ცხადია, ჩვენ ერთიანი ხედვა გაქვს ამ რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ მივყვებით იმ საარჩევნო პროგრამულ პრიორიტეტებს, რომელსაც თბილისის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა, რომელთა შორის მმართველობითი ინსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. წარმოდგენილი რესტრუქტურიზაციის მიზანი ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მერიის სამსახურების ეფექტიანობის გაზრდაა. ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას ეხება, მაგალითად, ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის ბაზაზე იქმნება ახალი გარემოს დაცვის სამსახური, არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა და ცალკეულ სტრუქტურად ყალიბდება ურბანული განვითარების სამსახური. ამავდროულად ერთიანდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებები. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურები ფორმირდება ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურად“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

იგი ასევე ანაზღაურების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობის პირების ანაზღაურება არ იზრდება, უბრალოდ ერთიანდება დანამატი და ხელფასი. მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს მოხდა თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურების გაზრდა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება, უბრალოდ, ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოდის. ყოველთვიური ანაზღაურების სახით ზუსტად იმდენივეს მიიღებენ, რამდენსაც ამ ცვლილებებამდე იღებდნენ. შეიცვალა სახელი და არა ანაზღაურების ოდენობა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, თუ ადრე ანაზღაურებას ორი წყაროდან იღებდნენ, ახლა ერთი წყაროდან მიიღებენ და ამ წყაროს ხელფასი ერქმევა.

„რასაც დანამატის და ხელფასის წყაროდან იღებდნენ, იმას აიღებენ ერთი წყაროდან, რომელსაც ხელფასი ერქმევა. სხვა დანამატი ჩაკეტა საჯარო მოხელეთა შესახებ კანონმა, მანამდე თუ შეგვეძლო დანამატების დიდი ოდენობით გაცემა, დღესდღეობით ის ჩაკეტილია ძალიან მცირე ოდენობაში და ამის გაცემასაც არ აპირებს თბილისის მერია“, - განაცხადა დავითულიანმა.

საკრებულოს უმრავლესობა აპირებს მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ცვლილებებს. საკრებულოს დღევანდელი სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა