ელგუჯა ბაგრატიონი - მოვუწოდებ ზურაბ პატარაძეს, მოსახლეობას შეხვდეს და აუხსნას, რატომ შეიქმნა ასეთი მდგომარეობა საქართველო-თურქეთის საზღვარზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი სარფში აქციის მონაწილეებს ხვდება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რეგიონის ხელმძღვანელობას მეზობელ ქვეყანასთან კომუნიკაცია არ აქვს, რის გამოც ამ დონეზე მიიყვანა მოსახლეობის მდგომარეობა. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური პრობლემების გამო, მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში გადადიოდნენ სამუშაოდ და აღმოჩნდა, რომ დღეს ვეღარ ახერხებენ.

„ქვეყანაში მძიმე სოციალური პრობლემებია. აჭარის მთავრობას კომუნიკაციის პრობლემა აქვს მეზობელ ქვეყანასთან. მოსახლეობა ლუკმა-პურის საშოვნელად თურქეთში გადადის. მოვუწოდებ ზურაბ პატარაძეს, შეხვდეს მოსახლეობას და აუხსნას, რატომ შეიქმნა ასეთი მდგომარეობა საზღვარზე“, - განაცხადა ბაგრატიონმა.

ამ დროისათვის სარფის საბაჟოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას კვლავ აგრძელებენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდაცველები. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკს შეხვდა.

ზურაბ პატარაძემ თურქეთის გენერალურ კონსულთან ახალ სასაზღვრო რეგულაციებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს