კახა კალაძე - მერიაში კონკურსი შეეხება ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდა, მათ მოუწევთ გამოცდის თავიდან ჩაბარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიაში დაგეგმილი ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველა დასაქმებულს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდას მერიის ის თანამშრომლებიც ჩააბარებენ, რომლებსაც გამოცდა ერთხელ უკვე ჩაბარებული აქვთ.

"მთავარი კრიტერიუმი თანამშრომლების შერჩევისას იქნება პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება. რაც შეეხება ზოგადად კონკურსებს, ამას კანონი გვავალდებულებს და ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. კონკურსი შეეხება ყველას. მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდა, მათ აუცილებლად მოუწევთ გამოცდის თავიდან ჩაბარება", - განაცხდა კალაძემ.

რაც შეეხება მერიის სამსახურების ოპტიმიზაციას, როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, მერიაში რჩება 13 საქალაქო სამსახური.

"მერიაში რჩება 13 სამსახური, მოხდა რამდენიმე სამსახურის გაერთიანება. მაგალითად, გაერთიანდა სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის საქალაქო სამსახურები. რაც შეეხება ურბანულ მიმართულებას, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის და შეიქმნა ქალაქის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. არქიტექტურის სამსახური იქნება სააგენტოს სერვისებზე ორიენტირებული. მე პირველივე დღიდან ვამბობდი. რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს სახლში გაშვება. ჩვენი მიზანია, რომ სამსახურები იყოს მოქნილ და სერვისებზე და ადამიანებზე ორიენტირებული. რეფორმები, რომლებიც ჩვენ დავაანონსეთ და ვახორციელებთ, ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში, რაც საბოლოოდ მიგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მერია იქნება გაცილებით ეფექტური და ადამიანებზე ორიენტირებული", - განაცხადა კალაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2019
თათული ზაკალაშვილი - „ჰოთსეილი“ კონცეფციას იცვლის