ოთარ დანელია და მახირ დარზიევი კომპანია „გუბრეთაშის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და საქართველოს პარლამენტის წევრი მახირ დარზიევი თურქეთის კომპანია „გუბრეთაშის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, კომპანია თურქეთში სასოფლო-სამეურნეო პრეპარატებს აწარმოებს და მისი წარმომადგენლების სურვილია, რომ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანასთანაც დაამყარონ კავშირი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტუმრები დაინტერესებული არიან საქართველოში თავიანთი წარმოების განვითარებით, ფერმერებთან საგანმანათლებლო და სადემონსტრაციო პროექტების განხორციელებით. იმედი გამოითქვა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო