ნინო ლომჯარია პანკისის ხეობაში ადგილობრივებს, პედაგოგებს და უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდა

სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ნინო ლომჯარია ადგილობრივებს, პედაგოგებს და უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

სახალხო დამცველთან ადგილობრივებმა სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრეს და დახმარება სთხოვეს, რომ ხელისუფლებან მათ შეკითხვებს პასუხი გასცეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მოვისმინეთ სახალხო დამცველის აზრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელისუფლებასთან შუამდგომლობაში დაგვეხმაროს, რადგან მთავრობა ვალდებულია ხეობის მცხოვრებლებს სპეცოპერაციის დეტალები გაგვაცნოს. ასევე აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ რატომ გახდა საჭირო თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით კანონებს, ჩვენ ასეთ მეთოდებს ვეწინააღმდეგებით. ამიტომ საჭიროა კითხვებზე პასუხი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭოს წევრმა ეთერ ციხესაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო