კიმ ჩენ ინის პარტია - ტრამპისნაირ ბებერ, მარაზმით შეპყრობილ ადამიანს თუ მარტო დატოვებ, წარმოუდგენელი კატასტროფა შეიძლება მოხდეს

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „სამხედრო მანიაკი“ უწოდა. ამის შესახებ კორეის მუშათა პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.

„მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ძალიან ღელავს იმაზე, რომ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობა ყოვედღიურად უარესდება. მას აქვს ამერიკის ბირთვული ღილაკი. საქმე იმაშია, რომ თუ ტრამპისნაირ ბებერ, მარაზმით შეპყრობილ ადამიანს მარტოს დატოვებ, წარმოუდგენელი კატასტროფა შეიძლება მოხდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კორეის მუშათა პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ-ს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ფხენიანის ბირთვული პოტენციალის სიძლიერეში.

„დღე, როდესაც ამერიკა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ ომს გააჩაღებს, აშშ-სთვის უკანასკნელი იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო