ირაკლი ზარქუა - გიგი უგულავა წლის განმავლობაში ხელფასს და პრემიას იღებდა 95 400 ლარს, კახა კალაძე იღებს მხოლოდ ხელფასს და იმასაც ქველმოქმედებაში ხარჯავს

მერიის ადმინისტრაციის პრემია 2013 წელს 14 მილიონ ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული, 2018 წელს მილიონნახევარი არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინა "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში მერიაში პრემიებსა და დანამატებზე დახარჯული თანხები.

"გიგი უგულავა წლის განმავლობაში ხელფასს და პრემიას იღებდა ჯამში 95400 ლარს, ხოლო კახა კალაძე იღებს მხოლოდ ხელფასს, იმასაც ქველმოქმედებაში ხარჯავს და არცერთი თეთრი პრემია და დანამატი არ აქვს. ჯამში იღებს - 38160 ლარს, სხვაობა არის 57000 ლარი. სევდია უგრეხელიძე, რომელიც მოადგილე იყო, წლის განმავლობაში იღებდა 89000 ლარს პრემიას, ხელფასსა და დანამატს, ხოლო ჩვენ დროს ვიცე-მერი ჯამურად აიღებს 75000 ლარს, 14 000 ლარით ნაკლებს. შოთა ხიზანიშვილს, მოადგილეს 101 000 ლარი ჰქონდა აღებული მთელი წლის განმავლობაში, ჩვენი მოადგილის ხელფასი 27 000-ით ნაკლებია. მერიის ადმინისტრაციის პრემია მთლიანად 2013 წელს 14 000 000 ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული 2018 წელს - მილიონნახევარი იქნება ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე განცხადებით, პრემია გათვალისწინებული იქნება მხოლოდ რიგით თანამშრომლებზე დამსახურების მიხედვით.

მანამდე საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ დახმარებებზე ისაუბრა და განაცხაა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას ესწრება სოციალურად დაუცველი ქალბატონი, რომელსაც დედაქალაქის მერიამ უფასო სასადილოში კვების საშუალება შეუზღუდა.

”სოციალურად დაუცველების შემწეობათვეში დაახლოებით 40-50 ლარია. ეს გაგეორმაგებინათ, გაგესამმაგებინათ. უკანასკნელი წლების განმავლობაში როდის გაზარდეთ სოციალურად დაუცველებისთვის კვების ანაზღაურება? არ გაზრდილა, პირიქით მოიკლო. აქ იმყოფება მოქალაქე ლალი ჯამალაშვილი, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი, რომელმაც 18 წლის ვაჟი დაკარგა აფხაზეთის ომში. თქვენმა დედაქალაქის მთავრობამ იანვრიდან უფასო სასადილოში სიარულის უფლება შეუწყვიტა", - მიმართა ხაბეიშვილმა საკრებულოს უმრავლესობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს