თამარ ჩუგოშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები უმრავლესობის შიგნითაც ორადაა გაყოფილი

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება - ამ ეტაპზე რთულია თქმა, როგორ გადანაწილდება შედეგები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

ამ კონტექსტში ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც მოსაზრებები თავად უმრავლესობის შიგნით არის გაყოფილი. მისივე თქმით, კანონპროექტს თავად პირველი და მეორე მოსმენის დროს დაუჭირა მხარი, მაგრამ მესამე მოსმენაზე თავი შეიკავა.

“პარლამენტის წამყვანმა კომიტეტმა კანონპროექტის წინააღმდეგ ორჯერ მისცა ხმა სწორედ იმ თემებზე აქცენტირებით, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებშია მოცემული. წინასწარ შეუძლებელი იმის თქმა, თუ როგორი იქნება კენჭისყრის შედეგი. ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება - ამ ეტაპზე რთულია თქმა, როგორ გადანაწილდება შედეგები კენჭისყრის დროს. არის გარკვეული შენიშვნები და პირადად ჩემი პოზიციაც კენჭისყრაზე დაფიქსირდება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი ამ მოაწერა და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში ასახულ ორ საკითხს ეხება: - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობის მიცემას და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა