"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრ თემურ გორგაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრ თემურ გორგაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

გორგაძემ ხაბეიშვილი და მისი თანაგუნდელები შოუს დადგმაში დაადანაშაულა, რადგან მან საკრებულოს სხდომაზე სოციალურად დაუცველი ქალბატონი მიიყვანა, რომელსაც უფასო სასადილოს პროგრამით სარგებლობის უფლება შეუჩერდა. დეპუტატებს შორის შელაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ მოხდა. აღნიშნულ საკითხს ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ჯაბა ჯიშკარიანი და "ნაციონალურ მოძრაობას" „ქვეყნის განვითარების მუხრუჭები“ უწოდა.

"ისინი არიან მუხრუჭები კარგი საქმის კეთებისა და ქვეყნის განვითარების. რადგან კარგ საქმეს "ქართული ოცნება" აკეთებს, მათთვის მიუღებელია, მუდმივად კრიტიკის პროცესში არიან და შოუების მოწყობას ცდილობენ. ამ შოუს ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილი დღეს საკრებულოს სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც საკრებულოს ოპოზიციამ დატოვა საკრებულოს სხდომა და წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ქალბატონი, რომელსაც უფასო სასადილოს პროგრამით სარგებლობის უფლება ჩამოერთვა. ჩვენ ოპოზიციისგან განსხვავებით ეს ადიმიანები კამერების წინ არ გამოგვყავს და არც არასდროს გამოგვყავდა. ჩვენი მთავარი ფუნქციაა მათ გავუწიოთ შუამდგომლობა კონკრეტულ სამსახურებში", - განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე - თუ რატომ შეუჩერდა უფასო სასადილოს პროგრამით სარგებლობის უფლება, ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ მის საკითხს შეისწავლიან. "ამ ქალბატონს, როგორც ჩვენ ვიცით, ოჯახის წევრი ჰყავს გარდაცვლილი. სახელმწიფოსგან ის დახმარებას იღებს 1000 ლარის ოდენობით, სხვა ინფორმაცია მოკვლევის ეტაპზეა", - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს