ხარაგაულის სოფელ ბორიში ახალგაზრდა მამაკაცის ძებნაში მოსახლეობაც ჩაერთო

სოფელ ბორითის მკვიდრს, 28 წლის ამირან ბარბაქაძეს სამართალდამცველები შვიდი დღეა უშედეგოდ ეძებენ. დაკარგული 9 იანვარს, სავარაუდოდ, მდინარე დუმალაში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„დაკარგულის მოსაძებნად სოფლის მცხოვრებლებიც, ასზე მეტი ადამიანია ჩართული. მდინარემ ამირან ბარბაქაძის ქურთუკი გამორიყა, სამძებრო სამუშაოებში სხვა სოფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ.

შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა