ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, მკვლელობა დუდაევის სოფელ არცევში მოხდა. სააგენტოს დეფაქტო შსს-ში განუცხადეს, რომ მარეკ დუდაევისოფლის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს. მას სამჯერ ესროლეს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, მანამდე შენობაში სუფრა იყო, რომელზეც დუდაევის თანასოფლელი იმყოფებოდა. დუდაევს სწორედ მან ესროლა, შემდეგ კი მიიმალა.

ადგილზე ე.წ. პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლები მუშაობენ და სამძებრო-ოპერატიულ სამუშაოებს აწარმოებენ მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს მას თბილისის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამინისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს