ნაჯა ორაშვილი - ვიდეოსათვალთვალო კამერებში ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან

არსებობს ვიდეოსათვალთვალო კამერები, სადაც ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიდეოსათვალთვალო კამერებში არსებული ჩანაწერები იძლევა საფუძველს, რომ მოხდეს ბრალდებულის მიმართ წაყენებული მუხლის გადაკვალიფიცირება. ორაშვილი აღნიშნავს, რომ კლუბის დაცვის სამსახური იცავს ყველა გაწერილ წესს, რის გამოც მსგავსი ინციდენტები „ბასიანის“ არსებობის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

„არსებობს ვიდეოსათვალთვალო კამერები, სადაც ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან. მოსამართლის გადაწყვეტილებამ ამოაბრუნა ყველაფერი. გამოჩნდა ორი სტრუქტურის ერთმანეთისადმი უნდობლობა. პოლიციელის ბედს ვინ იცავს ამ ქვეყანაში?! მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყანაში პოლიციელის უფლებები დაცული არ არის. ყველა საუბრობს, რომ პროკურატურის მოთხოვნაც არასწორი იყო, როდესაც ის 4 წელს ითხოვდა და როგორ შეიძლება ასეთ დანაშაულზე 4 წელი მოითხოვო და რატომ არ იყო განზრახ მკვლელობაზე მუხლი წაყენებული, როდესაც სამი ადამიანია დაჭრილი?! მე არ ვიცოდი აქამდე ეს ადამიანი, შემდეგ გავიგე, რომ იყო პრივილეგირებული ოჯახის წევრი და სარგებლობს გავლენებით და ზუსტად ეს დგას ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების უკან და სამართალზე მაღლა“, - განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს