გიორგი მარგველაშვილი - მუხთარლის საქმე არის თემა, რომელსაც ვერ გადაფარავ რაიმე იაფფასიანი პიარაქციით

მუხთარლის საქმე არის თემა, რომელსაც ვერ გადაფარავ რაიმე იაფფასიანი პიარაქციით, ეს თემა არავის დაავიწყდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მუხთარლის საქმეზე პრობლემების აღიარება იქნებოდა სწორი, თუმცა პოლიტიკოსების დამოკიდებულება იყო სხვაგვარი.

”მაშინვე ვთქვი, რომ მუხთარლის თემას სასწრაფოდ უნდა მივცეთ რეაქცია. ეს არის თემა, რომელსაც ვერ გადაფარავ რაიმე იაფფასიანი პიარ აქციით. ეს თემა არავის დაავიწყდება. პოლიტიკოსებს რატომღაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ, რომ არაუშავს დაავიწყდებათო. რა თქმა უნდა, მუხთარლის საქმეზე პრობლემების აღიარება იქნებოდა სწორი, თუმცა, როგორც ყოველთვის, დამოკიდებულება იყო, რომ არა უშავს. მაშინ მართლაც ისეთი რაღაცეები თქვეს პოლიტიკოსებმა, მართლა გადაფარეს საკუთარი ოდიოზურობით ეს ტრაგედია. მე სწრაფ პასუხს ამ საქმეზე აღარ ველოდები, რადგან იმ ადამიანებმა, ვისი პოლიტიკური ლოგიკაც სირაქლემას პოზას ჰგავს, ასეთი აზროვნების ლოგიკა არასდროს იძლევა პასუხებს. ამ ლოგიკით, რომელ მნიშვნელოვან საქმეზე მივიღეთ პასუხი, მათ შორის იმ საქმეებზე, რომლებზეც წინა ხელისუფლების პერიოდში ვსაუბრობდით”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს