გიორგი მარგველაშვილი - ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი ვიქნებოდი?!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტებთან დაკავშირებული კრიტიკით გაკვირვებულია.

როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ეს კრიტიკა არის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია, რომელსაც აწარმოებს ”ქართული ოცნება”.

”ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი ვიქნებოდი? მე როდესაც ხმას მაძლევდნენ, ჩემი პოლიტიკური წარსული იცოდნენ?! იცოდნენ, რომ არ მომწონდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა და ვაკრიტიკებდი ბევრი წლის განმავლობაში, რადგან უამრავი პატიმარი ჰყავდათ. არ იცოდნენ, რომ ვამბობდი, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” იმიტომ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რომ ძალიან მკაცრი არის მოქალაქეების მიმართ?! ამ ფონზე ვის გაუკვირდა ჩემი რეკორდსმენობა?! ამ საარჩევნო კამპანიას ვინც აწარმოებს, რა ლოგიკით აზროვნებს ძნელია ამის განსაზღვრა. იმ ფონზე, როდესაც ვკითხულობდი, რატომ არის ამდენი პატიმარი, შემდეგ რომ პატიმრების გამოშვებას დავიწყებდი, რატომ გაუკვირდათ?! როგორც ბევრმა მათგანმა გააგრძელა მიშას ტრადიციებით, მეც თანამდებობაზე, რომ მოვიდოდი ვიქნებოდი იმით აღტაცებული, რომ ადამიანები ციხეში ისხდნენ?! ამ ფონზე მიგეგმავენ საარჩევნო კამპანიას, რომ თურმე რეკორდსმენი ვარ ადამიანების გამოშვებაში?! ეს კომიკურია. ციხეში, რომ ბულბულები სხედან, ეს მარტო კომუნისტების დროს იყო სიმღერა, ციხეში სხედან ადამიანები, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, თუ რატომ იჭერდნენ 2 ქათმის და 3 კაბელის ქურდობაზე და რატომ აძლევდნენ 20 წელს? ეგრე როგორ უნდა დაგავიწყდეს ყველაფერი, როდესაც ოპოზიციაში იყავი?”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა