ნინო ლომჯარია - პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის არ არის დამაჯერებელი ის მტკიცებულებები, რაც გამოძიებამ მაჩალიკაშვილის საქმეზე გაასაჯაროვა

პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის არ არის დამაჯერებელი ის მტკიცებულებები, რაც გამოძიებამ მაჩალიკაშვილის საქმეზე გაასაჯაროვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივები თანადგომას უცხადებენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და სპეცოპერაციის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ. ომბუდსმენის ინფორმაციით, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი ფაქტები არ ასახავს პანკისელების მონაწილეობას დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ან მათ დახმარებას. „ამიტომ განსაკუთრებით გვთხოვენ ჩვენ, სახალხო დამცველის ოფისს, რომ მოვითხოვოთ ამ საქმის ეფექტური და დროული გამოძიება, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხდა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ხეობის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან ითხოვენ ასევე ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და ყოფითი პრობლემების მოგვარებას.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ, პანკისის ხეობაში რამდენიმე შეხვედრა გამართა. ის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, პედაგოგებსა და უხუცეს ქალთა საბჭოს, ასევე ხეობის უხუცესებს შეხვდა. ბოლოს კი მან შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში ისლამური თემის წარმომადგენლებთან გამართა.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა