ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესს გაეცნო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სოფლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერ ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 100 კუბური მეტრი საშეშე მერქნით სოფელ ბაქაქურების 30-მდე ოჯახი მომარაგდა.

„ეროვნული სატყეო სააგენტო ქვეყანაში მერქნული რესურსებით სარგებლობის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სააგენტოს მიერ გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 1 000-მდე საჯარო სკოლა 28 000 კუბური მეტრი შეშით მომარაგდა. მიმდინარე წლიდან იგეგმება სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მომარაგებაც, რაც ეტაპობრივად ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას შეუწყობს ხელს. შეშით მომარაგებით მომსახურებასთან ერთად, სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით, ალტერნატიული ენერგომატარებლების დანერგვა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობაა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო