თემურ ჯანაშია - მარგველაშვილი იმდენად ვერ იტანს სააკაშვილს, რომ აბსოლუტურად არ აინტერესებს სამართლებრივი პროცესი როგორ გაგრძელდება სასამართლოში

როგორც ჩანს, მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმდენად ვერ იტანს მიხეილ სააკაშვილს, რომ აბსოლუტურად არ აინტერესებს სამართლებრივი პროცესი როგორ გაგრძელდება სასამართლოში, ამით ხელს უწყობს პროკურატურას და მალავს იმ განკარგულებებს, რომელიც 2013 წელს გამოიცა სააკაშვილის მიერ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ განუცხადა.

ის გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, სააკაშვილის მიმართ აღძრულმა ე.წ. პიჯაკების საქმემ ქვეყნის საზღვარგარეთ უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩააყენა.

თეიმურაზ ჯანაშია მოითხოვს, რომ მარგველაშვილმა გაასაჯაროვოს 2013 წლის მერე გამოცემული განკარგულებები, რომლითაც იგივე ხარჯები გამოვლინდება.

„რა თქმა უნდა, ეს განკარგულებები უნდა გავასაჯაროვოთ, ვინაიდან ისინი არის ზუსტად ანალოგიური იმ განკარგულებების, რომელიც მანამდე გამოიცემოდა. ამ განკარგულებების გამოცემაში მონაწილეობას ვიღებდი იმიტომ, რომ მე თვითონ ვიყავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის თანაშემწე. შესაბამისად, კომუნიკაცია მქონდა მაშინდელი სამსახურის უფროსთან, მაშინდელ პრემიერთან, ამიტომ ვიცი, თუ რა შინაარსია განკარგულებაში“, - განაცხადა ჯანაშიამ.

გარდა ამისა, მისი შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი განცხადებები მის წინასაარჩევნო კამპანიას გავდა.

„გუშინდელ მის გამოსვლაზე ერთი ის დავადგინე, რომ რაღაც ლაიტმოტივად გასდევდა. მგონი, პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დასაწყისი იყო. მიუხედავად ამისა, აბრალებდა ”ოცნების” მხარეს და ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ ქვეცნობიერად დაიწყო საარჩევნო პროცესი“, - განაცხადა ჯანაშიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს