ოთარ დანელია - კრიმინალთან დაკავშირებით საზოგადოებრივი პროტესტი არის და ეს პროტესტი უსაფუძვლო არ არის

კრიმინალთან დაკავშირებით საზოგადოებრივი პროტესტი არის და ეს პროტესტი უსაფუძვლო არაა, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.

“პირველ რიგში აღსანიშნავია მინისტრ გახარიას ძალიან აქტიური დამოკიდებულება და ძალიან გახსნილი, ასევე პრინციპული პოლიტიკა. ის იცავს პოლიციელის მუნდირს, რაც მე ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, ბოლო მოვლენების ფონზე. ბოლო დროს მომხდარი კრიმინალური მოვლენები ნამდვილად არ უწყობს ხელს იმ რეფორმებს, რაც შს სამინისტროში დაიწყო. ვფიქრობთ, არ უნდა მოხდეს პოლიციელების დემოტივაცია ასეთი ქმედებებით, რომელიც ჩვენ დავინახეთ, მათ შორის სასამართლოსგან. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ინსტიტუციების არათანმიმდევრულ მუშაობაში, დანელიამ აღნიშნა, რომ “რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა“.

“როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ არის პრობლემა, როცა ადამიანები ლამის სასიკვდილოდ გაწირეს და რაღაცა გაუგებარი ქმედებები იყო, რომელიც შეიძლებოდა დასრულებულიყო ძალიან ტრაგიკულად. ჩვენ ვნახეთ გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია და საზოგადოებრივი პროტესტი სახეზეა და ეს პროტესტი არ არის უსაფუძვლო“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ღამის კლუბ "ბასიანთან" დაცვის ორი თანამშრომლი და პოლიციელი დაჭრეს. ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა, რაც სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა